ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლა რეკორდებს ხსნის

ამ მომენტისთვის, ფინანსურად ყველაზე მომგებიანი კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის გამართული ბრძოლაა, რომელმაც 2.4 მილიონი ფასიანი ტრანსლაცია გაყიდა, თუმცა UFC-ს პრეზიდენტი, დანა უაითი, ამტკიცებს, რომ უქმეებზე დაგეგმილ სატიტულო ბრძოლას ყველა შანსი აქვს ნახსენები რეკორდი მოხსნას.
«დიახ, ახლა ისეთი ტენდენციაა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რეკორდს მოვხსნით. აღნიშნული ბრძოლა ჩვენს ყველაზე თამამ მოლოდინებს ამართლებს. უკვე ორშაბათს იყო ნათელი, რომ რეკორდზე მივდიოდით. ხაბიბისა და გეტჯის ბრძოლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოვა. არც ოთხშაბათს, არც ხუთშაბათს - ორშაბათს! ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ბრძოლა ხაბიბსა და კონორს შორის დაპირისპირებაზე უკეთესი იქნება», - ამბობს დანა უაითი TMZ-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა 2018 წელს UFC 229 ტურნირზე შედგა. 2 წლის წინ გამართულმა ბრძოლამ 2.4 მილიონი PPV გაყიდა, თითო 65 დოლარად. ჯამში კი 156 მილიონი დოლარი მოაგროვა.