დანა უაითი ხაბიბისა და ჟორჟ სენტ-პიერის შესაძლო ბრძოლაზე საუბრობს

დანა უაითი ხაბიბისა და ჟორჟ სენტ-პიერის შესაძლო ბრძოლაზე საუბრობს UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი მზადაა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჟორჟ სენტ-პიერთან შესაძლო ბრძოლა განიხილოს, თუ დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი ამ უქმეებზე ჯასტინ გეტჯის დამარცხებას მოახერხებს.

«ამის განხილვა ჩემთვის საინტერესო იქნებოდა, თუმცა ამ ბრძოლის ორგანიზებისთვის მხოლოდ ხაბიბის სურვილი ამისთვის საკმარისი არ არის. ეს შეხვედრა, რომ შედგეს ბევრი რამ უნდა მოხდეს», - დანა უაითის სიტყვებს ციტირებს გამოცემა TMZ Sports.

«მთავარი კითხვა ჟორჟ სენტ-პიერის მისამართით ისმის, რომელიც ასაკშია და დიდი ხანია ოქტაგონზე არ გამოჩენილა. რამდენად შეძლებს კანადელი წონის შესრულებას? თუ სენტ-პიერი წონას შეასრულებს და ნურმაგომედოვს დაამარცხებს, ის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლი იქნება, რომელმაც სამი ტიტულის მოგება მოახერხა».

«არ ვიცი შესაძლებელია თუ არა ხაბიბისა და GSP-ს ბრძოლა. ამ საკითხს ხაბიბთან ჯასტინ გეტჯისთან ბრძოლის შემდეგ განვიხილავ», - დაასრულა კომენტარი დანა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეტჯის შორის 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 254 ტურნირზე გაიმართება.

» წყარო

MMA
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.