ემანუელ დენისი: უბედნიერესი ვარ

ემანუელ დენისი: უბედნიერესი ვარ საფეხბურთო კლუბ "ბრიუგეს" თავდამსხმელი ემანუელ დენისი, რომელიც "ზენიტთან" გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლით გამოირჩა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს საკუთარ ემოციებზე გვიყვება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით. ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა უეფას ჩემპიონთა ლიგაში. დღეს ჩვენ ბრწყინვალე გუნდური თამაში ვაჩვენეთ, მუდამ მაქსიმალურად ვიხარჯებით და გამონაკლისი, არც დღევანდელი დღე ყოფილა.

მე განვაცხადე, რომ მხოლოდ გრანდებთან ვიტან, თუმცა ეს ხუმრობა იყო. გოლების გატანა ჩემი საქმეა. აუცილებელია ამავე შემართებით განვაგრძოთ ფეხბურთის თამაში იმ გუნდებთან რომლებიც ჩვენს ჯგუფში არიან წარმოდგენილნი და შესაძლოა, ასეთი მიდგომით ყველაფერი გამოგვივიდეს."
- აცხდებდა დენისი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.