ინძაგი: მიუხედავად მოგებისა ფავორიტად მაინც "დორტმუნდს" მივიჩნევ

ინძაგი: მიუხედავად მოგებისა ფავორიტად მაინც "დორტმუნდს" მივიჩნევ რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კომენტარი გააკეთა დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოპოვებული გამარჯვების შესახებ. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა რომაელების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

"მე მომეწონა, თუ როგორ ვითამაშეთ ნამდვილად ძლიერ მეტოქესთან, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და რომლებსაც დიდი პოტენციალი გააჩნიათ ნახევარდაცვაში და შეტევაში. გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, თავი არ დაზოგა და შეძლო შექმნილი მომენტების გამოყენება.

ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა, სწორედ ამიტომ როდესაც ყველა მათგანი მწყობრში ჩადგება, ვფიქრობ ჩვენ კონკურენტუნარიანები ვიქნებით, როგორც სერია ა-ში, ისე უეფას ჩემპიონთა ლიგაში, თუ იტალიის სათასო ბრძოლებში.

ჩვენს ჯგუფში არაფერი არ არის გარკვეული. "ბრიუგემ" საკუთარი შეხვედრა მოიგო რუსეთში, მე კი ძველებურად მივიჩნევ დორტმუნდის "ბორუსიას" ჯგუფის მთავარ ფავორიტად"
, - ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia სიმონე ინძაგის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.