ფრენკ ლემპარდი: «ედუარდ მენდი ნომერ პირველია»

ფრენკ ლემპარდი: «ედუარდ მენდი ნომერ პირველია» «ლონდონის ჩელსის» მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი, «სევილიასთან» გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩზე საუბრობს და ამბობს, რომ გუნდში ედუარდ მენდი ნომერ პირველი მეკარეა.

ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებს მატჩის მართვაზე ვესაუბრე, ხოლო რეაქცია დადებითი იყო. სევილია ტოპ-გუნდია და შედეგის მისაღწევად კონცენტრაცია იყო საჭირო. ჩვენ რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა და ეს სწორედ ისაა, რაც უნდა განვავითაროთ. ჯერ-ჯერობით სეზონის სტარტია და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ».

სამივე შეხვედრაში მენდიმ ძალიან კარგად ითამაშა, დარტყმებიც კარგად მოიგერია. მისი შესაძლებლობები ვიცით, რისი დემონსტრირება დღესაც მოახდინა. ამ მომენტისთვის მენდი ჩვენი ნომერი პირველი მეკარეა», - ფრენკ ლემპარდის სიტყვებს ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.