«ვანკუვერი» - «სენტ-ლუისთან» სერიაში დაწინაურდა

«კენაკსის» შემადგენლობაში დუბლის გაფორმება ტაილერ მოტამ შეძლო, თითო-თითო შაიბა გაიტანეს ტი ჯეი მილერმა და ჯეიკ ვირტანენმა. «ბლიუზებიდან» ბრეიდენ შენმა, რაიან ო'რაილიმ და ზაქარი სენფორდმა შეაგდეს.
გუშინდელი მატჩის შემდეგ, «ვანკუვერი» «სენტ ლუისთან» სერიაში დაწინაურდა და მიმდინარე ანგარიშია — 3:2.
პლეი-ოფი
კონფერენციის 1/4 ფინალი
«სენტ-ლუისი» — «ვანკუვერი» — 3:4 (2:1, 1:3, 0:0)
გოლები: მოტი — 1, 13:15 — 0:1, შენი — 2 (სუნდკვისტი), 15:41 — 1:1, ო'რაილი — 4 (ბლეი, დანი), 19:31 — 2:1. სენფორდი — 1 (ტომასი, ბოზაკი), 25:51 — 3:1. მილერი — 5 (ვირტანენი, პეტერსონი), 31:54 — 3:2. ვირტანენი — 1 (მილერი, პეტერსონი), 36:08 — 3:3. მოტი — 2 (სატერი, სტეჩერი), 38:17 — 3:4.
მეკარეები: ალენი (58:27) — მარკსტრემი.
ჯარიმა: 6 — 4.
დარტყმები: 39 (12+18+9) — 30 (11+13+6).