ვენგერი: დიახ, "იუნაიტედიდან" მსგავსი წინადადება ნამდვილად იყო

ვენგერი: დიახ, "იუნაიტედიდან" მსგავსი წინადადება ნამდვილად იყო ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. კითხვა ეხებოდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესს ხსენებული სპეციალისტის მიმართ.

"სიტის"-არასდროს ჰქონია მსგავსი წინადადება "იუნაიტედს" -კი, მაგრამ ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს როდის იყო ეს ყველაფერი. მათი წინადადება მაშინ უარით გავისტუმრე, იმ პერიოდში "არსენალის" რიგებში ვმუშაობდი. "არსენალთან" კი ნამდვილი რომანი მქონდა. ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება, წითელ და თეთრ ფერებში.

როდესაც ამ გუნდში მოვედი განსაკუთრებული შარმი შევიგრძენი. ეს იყო ერთგვარი ნაზავი პატივისცემისა და ტრადიციის, ადამიანების დაფასების, ასევე ამ გუნდში არ ეშინოდათ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის, რასაც შესაბამისი განხილვები მოჰყვებოდა" - ციტირებს გამოცემა FourFourTwo არსენ ვენგერის სიტყვებს.

სულ რამდენიმე დღის წინ არსენ ვენგერმა მადრიდის "რეალის" წინადადებაც გაიხსენა - "როდესაც ბავშვი ვიყავი, მადრიდის "რეალს" ვგულშემატკივრობდი. საშინელებაა, როდესაც იმ გუნდს ეუბნები უარს, რომელსაც მთელი ბავშობა ქომაგობდი, მაგრამ მე "არსენალის" რიგებში საკუთარი მისია მქონდა. აუცილებელი იყო კონტრაქტის ბოლომდე შესრულება. მე სიტყვა მქონდა მიცემული.

"რეალი" მიყვარდა. ბავშობიდან მოყოლებული ვთვლიდი, რომ ეს ყველაზე ძლიერი კლუბი იყო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე შთამბეჭდავი. საფეხბურთო კლუბებს შორის გამორჩეული. "რეალი" ჩემი ოცნება იყო
- აღნიშნავდა ვენგერი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.