ულე გუნარ სულშერი «პსჟ»-თან დაპირისპირებაზე საუბრობს

— ჯგუფური ეტაპის დასაწყისი სხვაგვარი შეგრძნება, თუმცა ჩვენ შესანიშნავ გუნდს მოვუგეთ. ბოლოს სხვანაირი ეიფორია იყო, თუმცა ფეხბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. ძალიან კონცენტრირებულები იყვნენ. ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ», - ამბობს სულშერი.
— გვესმის, რომ როდესაც ასეთი გუნდის წინააღმდეგ გამოდიხარ მოედანზე დაცვაში კარგად უნდა ითამაშო. ვიცოდით, რომ დე ხეას რამდენიმე სეივის შესრულება მოუწევდა».
— პლეი-ოფიში გასასვლელად ჩვენ 10 ქულა დაგვჭირდება. შემდეგი მატჩი ლაიპციგთან გვაქვს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წინ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ამდენი შესანიშნავი ფეხბურთელი მყავს და არჩევანის საშუალება მაქვს», - ულე გუნარ სულშერის სიტყვებს ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.