თომას ტუხელი «მანჩესტერ იუნაიტედთან» შეხვედრას აფასებს

თომას ტუხელი «მანჩესტერ იუნაიტედთან» შეხვედრას აფასებს «პარი სენ-ჟერმენის» მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, «მანჩესტერ იუნაიტედთან» გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს აფასებს და ამბობს, რომ ფრანგები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ.

ვიცოდი, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდი, ამისთვის არანაირი მტკიცებულებები არ მჭირდებოდა. ჩვენ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, თუმცა მე ყოველთვის დავიცავ ჩემ მოთამაშეებს. ჩემპიონთა ლიგისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების ძიებაშიც პრობლემები გვქონდა.

გასაგებია, რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და ეს აუცილებლად გასაკეთებელია. შედეგით უკმაყოფილოები ვართ, თუმცა ახლა ზედმეტად კრიტიკულობის დრო არ არის. მოედანზე მოიზ კინი გამოვუშვით, რის შემდეგაც უკეთესად გამოვიყურებოდით და გოლიც გავიტანეთ. შანსები გვქონდა, თუმცა მეტოქის კონტრშეტევების კონტროლი ვერ მოვახერხეთ
», - თომას ტუხელის სიტყვებს ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.