კიმპემბე: ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია

კიმპემბე: ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი პრესნელ კიმპემბე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოეხმაურა. მანჩესტერ "იუნაიტედთან" გამართულ პაექრობაში პარიზელებმა მარცხი განიცადეს ანგარიშით 1-2.

"არც დებიუტი გამოგვივიდა და არც დასასრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საშინაო შეხვედრაში ასე დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, თავი არ უნდა დავხაროთ.

მომხდარის ახსანს ვერ ვახერხებ. საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია. წავაგეთ ძალიან ბევრი ორთაბრძოლა, ნელა ვბრუნდებოდით უკან... როდესაც ასეთ მაღალ დონეზე, მსგავს შეცდომებს უშვებ, მაშინ შესაბამისი ფასიც უნდა გადაიხადო. მხოლოდ საკუთარ თავს თუ დავადანაშაულებთ."
- აღნიშნავდა ნამატჩევს კიმპემბე.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.