მარკო როისი: «ჩემპიონთა ლიგის დაწყებას ასე არ ვგეგმავდით»

— პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ბორუსიამ ხელიდან გაუშვა. ვერ გეტყვით ასე რატომ მოხდა. შეხვედრის მეორე ნახევარში 2-3 კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა ამბიციურობა და კონცენტრაცია გვაკლდა. ჩემპიონთა ლიგის დაწყებას ასე არ ვგეგმავდით».
— დეტალები გვაკლდა. ფინალურ სტადიაზე, როდესაც მომენტი უნდა დაგვესრულებინა საკმარისი ხალხი გვყავდა. პასებით ვერ ვითამაშეთ, ასევე პრესინგიც არ გამოვიდა. საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ და ახლა ჩვენი მისამართით კრიტიკის პორცია უნდა მივიღოთ», - განაცხადა მარკო როისმა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში «დორტმუნდის ბორუსია» საკუთარ მოედანზე «ზენიტს უმასპინძლებს». შეხვედრა 28 ოქტომბერსაა დაგეგმილი და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.