კუმანი: კმაყოფილი ვარ

კუმანი: კმაყოფილი ვარ კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "ფერენცვაროშთან" მოპოვებულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში კატალონიურმა გრანდმა ანგარიშით 5-1 იმარჯვა.

"მთლიანობაში ბარსელონას თამაშით კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ მოპოვებული ქულებით და 5 გატანილი გოლით. ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებათ, მნიშვნელოვანია რომ მათ ასეთ მაღალ ტურნირზე ეძლევათ შესაძლებლობა. ტრინკაომ მეტოქე გუნდის მცველებს უამრავი პრობლემა შეუქმნა, დემებელ ბრწყინვალედ შევიდა თამაშში, მანაც მრავალი სახიფათო მომენტი შექმნა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. ეს სწორედ ის არის, რასაც მე როგორც მწვრთნელი ვითხოვ. მივცე მოთამშეებს დიდი პრაქტიკა.

გრიზმანის არყოფნა? ის, რომ დღეს ეს ფეხბურთელი არ იყო მოედანზე, არ ნიშნავს, რომ არ იქნება მადრიდის "რეალთანაც". ვნახოთ რა მოხდება შაბათს. ეს მხოლოდ ერთი მატჩია. ჩემი მუშაობა ბარსელონაში იმასაც მოიცავს, რომ კონკრეტული შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელები ავარჩიო. "რეალთან" მატჩზე ჯერ არ ვფიქრობ. ამას ხვალიდან შევუდგებით. ვნახოთ მიიღებს თუ არა ანსუ ფატი ამ პაექრობაში საკუთარ შანსს.

პიკეს წითელი ბარათი? როგორც მთავარი მწვრთნელი, ჩემი სურვილია განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი მყავდეს. წითელი ბარათი ეს ძალიან მკაცრი სასჯელი იყო. პენალტი და პლიუს კაცის გაგდება ზედმეტია. ამასთან, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კაცნაკლულებიც კარგად ვთამაშობდით."
- ციტირებს გამოცემა Marca რონალდ კუმანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.