ოფიციალურად: სერჟ გნაბრი კოვიდინფიცირებულია

ოფიციალურად: სერჟ გნაბრი კოვიდინფიცირებულია მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს. გეგმიური ტესტირების დროს გნაბრის COVID-19 დაუდასტურდა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გნაბრი მოცემულ მომენტში საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 21 ოქტომბერს მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანს არენაზე" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს. ხსენებულ მატჩში გნაბრი საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.