რაშფორდი: ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგვივიდა

რაშფორდი: ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგვივიდა მანჩესტერ "იუნაიტედის" შემტევი მარკუს რაშფორდი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "პარი სენ-ჟერმენთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "წითელმა ეშმაკებმა" ანგარიშით 1-2 იმარჯვეს.

"რა თქმა უნდა სასიამოვნო შეგრძნებაა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამარჯვება მოვახერხეთ. ახლა ჯგუფში ძლიერი პოზიცია გვიჭირავს, თუმცა ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო. აუცილებელია კონკურენცია, რაც დღეს ვაჩვენეთ, შემდეგ თამაშებშიც გადავიტანოთ. მატჩის მიწურულს, შემტევისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია კონცენტრაცია. შენ შეიძლება მხოლოდ ერთი მომენტი გქონდეს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო.

"პარი სენ-ჟერმენს" ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს. ძალიან რთული იყო, თუმცა ჩვენმა განაპირა მცველებმა შესანიშნავად ითამაშეს. რაც მთავარია ხარისხიანად. როდესაც პერსონალური მეურვეობა გამოგვდის, მაშინ ყველაფერი იდეალურადაა. ჩვენ დაუჯერებლად კმაყოფილები ვართ.

კარგად ვიასპარეზეთ, ეს მატჩი ჩვენთვის ერთგვარი ფუნდამენტი უნდა იყოს, მე მუდამ მჯერა ჩემი გუნდის. აუციებელია, რომ ფეხბურთელებს იმ სათამაშო სქემის სწამდეთ, რასაც მთავარი მწვრთნელი უსახავს. ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგვივიდა."
- ციტირებს გამოცემა ВВС მარკუს რაშფორდის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.