საქართველო - რუსეთის მატჩი გადაიდო

საქართველო - რუსეთის მატჩი გადაიდო Rugby Europe-ს ეგიდით გასამართი მატჩი საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პირველ ნოემბერს უნდა გამართულიყო გადაიდო.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩი რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

როგორც ირკვევა, შეხვედრის გადადება საქართველოში კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიურ სიტუაციასა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც რაგბი ევროპამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე გადაიდო რუმინეთი - ბელგიის და ესპანეთი - პორტუგალიის მატჩები, რომლებიც ასევე 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო.

საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდის პოსტში ნათქვამია, რომ ბორჯღალოსნებსა და რუსეთის ნაკრებს შორის გასამართი მატჩის ახალი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.