ძიუდოს მსოფლიო ტური კვლავ განახლდება

შეგახსენებთ, რომ 23-25 ოქტომბერს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება „უნგრეთის გრან სლემი“, რომელიც რათქმაუნდა კორონა ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით გრან სლემზე მონაწილეობას 69 ქვეყნის ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს სახელით შემდეგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ:
- ბაგრატ ნანიაშვილი (-66 კგ)
- ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
- ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90 კგ)
- გელა ზაალიშვილი (+100 კგ)
- ლევან მატიაშვილი (+100 კგ)
გრან სლემის პროგრამა ასე გამოიყურება:
- 23 ოქტომბერი -60კგ, -66კგ
- 24 ოქტომბერი -73კგ, -81კგ
- 25 ოქტომბერი -90კგ, -100კგ, +100კგ