ხაბიბი ფეხბურთელების ტოპ-ექვსეულს ასახელებს

ხაბიბი ფეხბურთელების ტოპ-ექვსეულს ასახელებს მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC -ის მოქმედი ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ფეხბურთზე აკეთებს კომენტარს და ასახელებს 6 მოთამაშეს, რომელიც მისი აზრით საუკეთესოები იყვნენ ამ სპორტის ისტორიაში.

"ჩემი აზრი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ამ სპორტის ისტორიაში? პელეს არ დასახელება შეუძლებელია, იგივე ეხება მარადონას, მესი, კრიშტიანო რონალდო, კიჭა რონალდო, ზიდანი... ძალიან ბევრია გამორჩეული მოთამაშე, მაგრამ მე ამ ექვსეულს დავასახელებდი.

ფიგუ? ესეც ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია"
, - აღნიშნავდა ჰაბიბი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობის დროს.

შეგახსენებთ, 32 წლის სპორტსმენს 24 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა ელის. ხსენებული მებრძოლი ჯასტინ გეტჯის შეერკინება და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. პაექრობას აბუ-დაბი უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.