პირლო: ლუჩესკო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო

პირლო: ლუჩესკო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კიევის "დინამოსთან" მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა.

"მეც იმავეს გავაკეთებ, რასაც აკეთებენ ჩემი ფეხბურთელები. დავიძინებ, შემდეგ ვისაუზმებ და მოვალ მატჩზე. არ ვაპირებ "PlayStation"-ის თამაშს, თუმცა საკუთარ ჩვეულებას არ ვღალატობ. ლუჩესკო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო, სწორედ მან მომიყვანა ძირითად გუნდში, როდესაც 15 წლის ვიყავი. 16 წლის ასაკში კი ჩემი დებიუტი შედგა. ჩვენ დღემდე გვაქვს ურთიერთობა და მის მიმართ მადლიერების გრძნობა მუდამ მექნება. ეს მატჩი კარგი შესაძლებლობაა მის გამოსაწვევად. მშვიდად ვარ, ეს ჩემი პირველი ორთაბრძოლა იქნება მწვრთნელის რანგში - უეფას ჩემპიონთა ლიგაში. ამ ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩებს დიდი დატვირთვა გააჩნიათ", - აღნიშნავდა ანდრეა პირლო.

სულ რამდენიმე დღის წინ, პირლოსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავად მირჩა ლუჩესკომაც - "ვიცოდი, რომ პირლო მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. ასე იყო სიმეონეს შემთხვევაშიც, როდესაც ჩემი ხელმძღვანელობით ის "პიზას" შემადგენლობაში ასპარეზობდა. არ გამკვირვებია ის ფაქტი, რომ პირლო საკუთარ სამწვრთნელო კარიერას ტურინის "იუვენტუსის" რიგებში იწყებს. ეს მისთვის სარისკო არჩევანი არ არის, რადგან ასეთია კლუბის პოზიცია და მას ყველაფერში მხარს დაუჭერს. პირლოს გამო ბედნიერი ვარ.

"მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გვარდიოლას და ზიდანის დონეს მიაღწიოს. მან ფეხბურთელის რანგში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და შეუძლია დიდი მწვრთნელიც გახდეს"
, - ციტირებდა გამოცემა Tuttosport მირჩა ლუჩესკოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.