ტუხელი: "იუნაიტედის" კონტრშეტევები უნდა ჩავშალოთ

”პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის მისი შეჩერების გასაღები. ბრუნო ფერნანდეში ბევრ ღრმა გადაცემას აკეთებს. მანჩესტერ "იუნაიტედი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში, როდესაც საქმე ეხება დაცვიდან შეტევაში ელვისებურ გადასვლას. აუცილებელია მათი კონტრშეტევების შეჩერება. ჩვენ გვსურს ბურთის ფლობა, თამაშზე საკუთარი სტილის დაწესება. ჩვენ კარგი სტრუქტურით უნდა ვიასპარეზოთ, რათა შევძლოთ და სათანადო ზეწოლა მოვახდინოთ” - ციტირებს ინტერნეტ-პორტალი Goal თომას ტუხელის სიტყვებს.
ზემოხსენებულ გუნდებს შორის, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით შეხვედრა, 20 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი პარიზშია ჩანიშნული და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.