კიელინი: "დინამო" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

კიელინი: "დინამო" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ტურინის "იუვენტუსის" გამოცდილი უკანახაზელი ჯორჯო კიელინი, კიევის "დინამოსთან" მოახლოებული მატჩის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

"იუვენტუსი" უეფას ჩემპიონთა ლიგაში მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ კიევის "დინამო". დიახ, შემადგენლობაში ცვლილებებია, თუმცა დიდი არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩვენ ამ დრომდე არ გვქონია ერთად მუშაობის შესაძლებლობა, ახალწვეულებისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ყოველი სეზონის წინ ჩვენ ერთ მიზანს ვისახავთ -მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. ჩვენთვის არ არის საკმარისი, უბრალოდ ფავორიტთა სიაში ვირიცხებოდეთ და მეტი არაფერი.

ევრო-2012 -ის წყალობით, ჩვენ უკრაინასთან მიმართებით კარგი მოგონებები დაგვრჩა. ფინალი წავაგეთ, თუმცა გადამწყვეტ მატჩამდე მისვლა ადვილი არ ყოფილა. იმედს ვიტოვებთ, კარგი მოგონებები კიევის "დინამოსთან" ჩატარებული მატჩის შემდეგაც გაგვყვება."
- ციტირებს გამოცემა Football Italia ჯორჯო კიელინის სიტყვებს.

შეგახსენებთ, კიევის "დინამოსა" და ტურინის "იუვენტუსის" დაპირისპირება 20 ოქტომბერს შედგება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.