ლაუტარო: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

ლაუტარო: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია მილანის "ინტერის" არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. ინტერვიუდან შესაბამის ამონარიდს უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

"არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან ლიონელ მესის კარგად ვიცნობ. ამას ადრეც ვამბობდი, ახლაც გავიმეორებ და მომავალშიც იგივე განცხადებას გავაკეთებ: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია! ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ის არგენტინელია და მისგან უამრავ რამეს ვსწავლობ. ჩემი აზრით ეს ფეხბურთელი სულ სხვა დონეზე იმყოფება. მას სულ სხვანაირად ესმის ფეხბურთი და ერთი ნაბიჯით წინ დგას სხვა მოთამაშეებთან შედარებით." - აღნიშნავდა ლაუტარო მარტინესი.

ლაუტარო მარტინესი მილანის "ინტერის" შემადგენლობაში 2018 წლიდან გვევლინება. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელის მომსახურებით კატალონიის "ბარსელონა" იყო დაინტერსებული, თუმცა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო გარიგება ვერ შედგა. სულ რამდენიმე კვირის წინ "ინტერის" ხელმძღვანელი ხავიერ ძანეტი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა.

"ის არ დატოვებს "ინტერის" რიგებს. მისით, მხოლოდ "ბარსელონა" არ არის დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე თამაშობს დიადი კლუბის შემადგენლობაში. ლაუტარო კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა ეს არც თუ ისე მარტივია. ვფიქრობ, იგი სწორი მიმართულებით მიდის. მარტინესი ჩვენი აწმყო და მომავალია. კლუბი მას აფასებს."

"არიან მოთამაშეები, რომლებიც სხვა კლუბის წინადადებას უეცრად თანხმდებიან. ასეთ დროს მოდის უცხო კლუბი, იხდის ფულს და შენ, პრაქტიკულად არაფრის გაკეთება შეგიძლია. ლაუტარო კი "ინტერში" ყოფნით ბედნიერია."
- ციტირებდა Fox Sports-ი "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.