კლოპი ვირჯილ ვან დეიკის ტრავმის შესახებ საუბრობს

"ფეხბურთელებს მარტო ყოფნა უყვართ, როდესაც მსგავს სიტუაციებს უმკლავდებიან. მე ფეხბურთში საკმარისად დიდ ხანს ვარ, ეს რომ ვიცოდე. მეც მიმიღია ტრავმები და თუ არ მეშლება ზუსტად იგივე დაზიანება მქონდა, რაც ეხლა ვირჯილს აქვს. ასეთ დროს შენ დიდი საუბრით არ გამოირჩევი.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და მას ყველანაირად მხარს ვუჭერთ. ვირჯილმა ამის შესახებ იცის. ჩვენ მას ველოდებით ისე, როგორც კარგი ცოლი ელის ციხეში მყოფ ქმარს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მან არსებული პერიოდი შედარებით მსუბუქად გადაიტანოს", - ვკითხულობთ იურგენ კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.