ენდი მარი: «იმედი მაქვს კორტზე მალე დავბრუნდები»

ენდი მარი: «იმედი მაქვს კორტზე მალე დავბრუნდები» დიდი სლემის ტურნირების სამ-გზის ჩემპიონი ენდი მარი, ცნობილ გამოცემა Tennis365-თან ინტერვიუში განმარტავს კიოლნის ტურნირზე მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზსს და იმედოვნებს, რომ კორტს მალე დაუბრუნდება.

«წელის არეში ტენდინიტის, იმავე ქსოვილის ანთების გამო ჩავიხსენი ტურნირიდან, რომელიც US Open-ზე ასპარეზობის შემდეგ ხან გააქტიურდებოდა, ხან უკან იხედვა. აღნიშნულ ტრავმასთან გამკლავებას ვარჯიშებით ვცდილობ. სამწუხაროდ, კიოლნში პირველი მატჩის შემდეგ ტკივილი კვლავ გაძლიერდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვვარჯიშობდი და სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდი, თუმცა რამდენიმე გათამაშების შემდეგ მივხვდი, რომ ვერ გავაგრძელებდი, რადგან თავს ცუდად ვგრძნობდი.

მინდა ტურნირს მოცემული შესაძლებლობისთვის მადლობა ვუთხრა, გული მწყდება, რომ საბოლოო ჯამში თამაში არ გამოვიდა. იმედი მაქვს შემდეგ წელს კიოლნში კვლავ შევხვდებით, ხოლო მე მალე დავუბრუნდები კორტს
», - ენდი მარის სიტყვებს ციტირებს Tennis365.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.