«იუვენტუსს» პაულო დიბალასთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია

«იუვენტუსს» პაულო დიბალასთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია «ტურინის იუვენტუსის» თავდამსხმელს პაულო დიბალას ჯერ-ჯერობით იტალიური გრანდისგან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი შეთავაზება არ მიუღია, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Calcio Mercato ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 26-წლის არგენტინელ ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული, თუმცა თავად დიბალამ არაერთხელ მიანიშნა, რომ კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.

პრესაში აქტუირად იწერებოდა ინფორმაცია, რომ პაულო დიბალა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასულიყო, თუმცა როგორც ჩანს არგენტინელს კონკრეტული შემოთავაზება ნისლიანი ალბიონიდან არ მიუღია.

მიმდინარე სეზონში 26-წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერია A-ს არცერთ შეხვედრაში არ გამოჩენინლა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.