ჯასტინ გეტჯი: «ხაბიბს დავაგდებ და ვკითხავ როგორ მოგწონს ეს?»

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეტჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლა 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 254 ტურნირის მთავარი დაპირისპირება იქნება. რუსი სპორტსმენი მსუბუქ წონაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონია, რომელიც ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია (28:0).
ხაბიბ ნურმაგომედოვი ხავიერ მენდესთან 2012 წლიდან ვარჯიშობს.
— მე მისი მწვრთნელი არ მომწონს (მენდესი). ის შეიძლება კარგი ადამიანია, თუმცა ყოველთვის უპატივცემულოდ იქცეოდა ჩემს მიმართ. ასე რომ მოუთმენლად ველი როდის დავაგდებ ხაბიბს და ვკითხავ როგორ მოგწონს ეს?», - ამბობს ჯასტინ გეტჯი.