კავანიმ «მანჩესტერ იუნაიტედში» პირველად ივარჯიშა

შეგახსენებთ, რომ «პარი სენ-ჟერმენთან» არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგრომ 33-წლის კავანი ინგლისურ კლუბში 5 ოქტომბერს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიური სიტუაციის გამო ედინსონ კავანის ორ-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მოუწია, რის შემდეგაც მოედანს დაუბრუნდა და ახალ კლუბში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
«მანჩესტერ იუნაიტედი» ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში «პარი სენ-ჟერმენს» დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 ოქტომბერსაა დაგეგმილი და სავარაუდოდ 33-წლის ურუგვაელი თავდამსხმელი აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
Getting straight to work 💪#MUFC @ECavaniOfficial pic.twitter.com/VPDJkZOgUe
— Manchester United (@ManUtd) October 18, 2020