ლეონარდო პარედესი «მანჩესტერ იუნაიტედთან» ვერ ითამაშებს

L'Equipe-ს ცნობით 26-წლის არგენტინელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ნიმასთან მატჩში მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო და 11-ე წუთზე თომას ტუხელს იძულებითი ცვლილება მოუწია.
L'Equipe-ს ინფორმაციით ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით «მანჩესტერ იუნაიტედთან» გასამართ შეხვედრამდე არ მოესწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეონარდო პარედესი დედაქალაქელებს არ ეყოლებათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პარედესმა «პარი სენ-ჟერმენის» მაისურით ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.