პირლო: ჩემპიონატი ნამდვილ ომს დაემსგავსება

"სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომების გამო, უკვე მეორე შეხვედრაა რაც "იუვენტუსი" კაცნაკლული რჩება. ამჟამინდელი "იუვენტუსი" ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ბევრი მუშაობა ესაჭიროება. სანაკრებო პაუზის გამო, ჩვენს განკარგულებაში ფეხბურთელების ნაკლებობა შეინიშნებოდა. ჩვენ დიდი დრო არ გვქონია მოსამზადებლად.
ხარისხიანი გუნდი შევქმენით, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. ფეხბურთელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, რაც სამწუხაროდ სეზონის სტარტზე, გარკვეული რისკის მატარებელია.
ვიცოდით, რომ იტალიის ჩემპიონატის მოგებისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებდა. ამ გუნდებმა დიდძალი ფინანსური რესურსი ჩადეს. ეს იქნება ნამდვილი ომი, "იუვენტუსი" თითოეული ქულისათვის ბრძოლას აპირებს. ჩვენ უკვე განვიცადეთ მნიშვნელოვანი დანაკლისი, თუმცა დარწმუნებული ვარ კვლავ აღმოვჩნდებით მწვერვალზე." - ციტირებს ანდრეა პირლოს სიტყვებს გამოცემა Football Italia
ტურინის "იუვენტუსი" მოპოვებული 8 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა. რეიტინგს "მილანი" ლიდერობს. "როსონერის" აქტივში 12 ქულაა (4 დან 4 მოგება).