ნ’გოლო კანტე «ჩელსის» დატოვებას არ აპირებს

ნ’გოლო კანტე «ჩელსის» დატოვებას არ აპირებს «ლონდონის ჩელსის» ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, მიუხედავად «მადრიდის რეალისა» და «მილანის ინტერის» ინტერესისა, ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Daily Star ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით 29-წლის ფრანგს ლონდონურ კლუბში დარჩენა სურს. ნ’გოლო კანტეს მოქმედი კონტრაქტი არისტოკრატებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ფრანგი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

29-წლის ნახევარმცველი ლონდონური კლუბის რიგებში 2016/17 წლების სეზონიდან ირიცხება. «ლონდონის ჩელსიმ» ნ’გოლო კანტეს სატრანსფერო უფლებებისთვის ლესტერს 35,80 მილიონი ევრო გადაუხადა.

Daily Star იტყობინება, რომ არისტოკრატების მთავარმა მწვრთნელმა კანტე მეგობრის ქორწილში არ გაუშვა. წყარო გვამცნობს, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა ფრანგი ნახევარმცველის განწყობაზე ზეგავლენა მოახდინოს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.