დინ სმიტი: ჩვენი სტარტი ნამდვილად დაუჯერებლია

დინ სმიტი: ჩვენი სტარტი ნამდვილად დაუჯერებლია "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი დინ სმიტი, ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით "ლესტერთან" გამართულ პაექრობას გამოეხმაურა. შეხვედრა "ასტონ ვილას" გამარჯვებით ანგარიშით 0-1 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი როს ბარკლი გახდა.

"ჩვენ უკვე არაერთხელ გვინახავს, როგორ აკეთებდა ამას ბარკლი "ევერტონში" ან ლონდონის "ჩელსის" რიგებში. ასე, ჩვენ კმაყოფილები ვართ, იმით რომ ახლა ის ჩვენი გუნდის შემადგენლობაში გამოირჩევა. სასტარტო შემადგენლობაში მისი გამოჩენა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. მუხლის არეში მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან მოახერხა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. გუნდი, სრული შემადგენლობით ბრწყინვალედ იბრძოდა.

ჩვენი სტარტი ნამდვილად დაუჯერებლია. ვეწვიეთ "ლესტერს" და მართლაც შესანიშნავი გუნდი დავამარცხეთ. თითოეულ გუნდს მოკლე მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ბევრი დაიღალა, თუმცა სეზონი ნელა, მაგრამ მაინც საჭირო ძალებს იკრებს. მოცემულობით ვტკბებით და სულმოუთმენლად ველით "ლიდს იუნაიტედთან" დაპირისპირებას."
- აცხადებდა დინ სმიტი.

"ასტონ ვილამ" ინგლისის ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე მათგანში გამარჯვება იზეიმა. მოპოვებული 12 ქულით ხსენებული გუნდი პრემიერ ლიგის მეორე პოზიციაზე იმყოფება. ბურთების თანაფარდობაც გამორჩეულია. 12 გატანილი და 2 მიღებული გოლი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.