სონ ჰიუნ მინი: შოკში ვარ

სონ ჰიუნ მინი: შოკში ვარ ტოტენჰემის ფეხბურთელი სონ ჰიუნ მინი, "ვესტ ჰემთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული შეხვედრა ფრედ ანგარიშით 3:3 დასრულდა. შეგახსენებთ, "ტოტენჰემმა" სამბურთიანი უპირატესობა გაანიავა.

"დაფიქსირებული შედეგით ბიჭები იმედგაცრუებულები არიან. ვფიქრობ, სამ ქულას ვიმსახურებდით, ძალიან კარგად ვთამაშობდით დარჩენილ ბოლო 10 წუთამდე. ეს ნამდვილი შოკია. ასეთია ფეხბურთი. მსგავსი რამ არასდროს უნდა განმეორდეს, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. აუცილებელია ყურადღების კონცენტრაცია საფინალო სასტვენამდე შევინარჩინოთ."

"არ მსურს მსგავსი განცდა ოდესმე განმეორდეს. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, რომ აღარასოდეს დაგვემართოს. ძალიან მტკივნეული იყო. სიტყვები არ მყოფნის, რა გითხრათ... ძალიან ვწუხვარ, ისეთი განცდა მაქვს თითქოს მატჩი წავაგეთ."
- ციტრებს მინის სიტყვებს Sky Sports-ი.

აქვე წარმოგიდგენთ ჟოზე მოურინიოს ვიდეო კომენტარსაც.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.