ვენგერი: მოურინიოს განცხადება? არ მაინტერესებს...

ვენგერი: მოურინიოს განცხადება? არ მაინტერესებს... ლონდონის "არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიოს განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, სულ რამდენიმე ხნის წინ ვენგერმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც არც ერთი სიტყვა არ იყო თქმული პორტუგალიელი სპეციალისტის შესახებ. მოურინიოს განცხადებით, ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ ვენგერი მას ვერასდროს ამარცხებდა.

"მოურინიოს განცხადებები? არ მაინტერესებს. ის მუდამ პროვოცირებს. მასთან ერთად თავს საბავშო ბაღში ვგრძნობ. ეს მისი ხასიათის ნაწილია. ჟოზე ცდება, ჩვენ ის დაგვიმარცხებია, ასევე იყო მრავალი ფრეც. ამასთან მხოლოდ შენ არ იმარჯვებ, გამარჯვებაში უბრალოდ შენი წილიცაა. ვიმარჯვებთ ერთად. მწვრთნელი იმისთვისაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს გუნდის შესაძლებლობები" - ციტირებს გამოცემა Goal არსენ ვენგერის სიტყვებს.

ორიოდე დღის წინ მოურინიომ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა - "რატომ არ მომიხსენია ვენგერმა საკუთარ წიგნში? იმიტომ, რამ მას ჩემთვის არასდროს მოუგია. თქვენ რომ წიგნს წერდეთ, ახალ თავს ხომ არ მიუძღვნიდით იმ ფაქტებს სადაც 12-14 წაგებული თამაში იქნებოდა ასახული. ასე, რომ რატომ უნდა დაეწერა ვენგერს ჩემზე? წიგნი ეს ისეთი რამ არის, რამაც თქვენ ბედნიერება და სიამაყე უნდა მოგანიჭოთ. შესანიშნავად მესმის არსებული მოცემულობის." - აცხადებდა მოურინიო.

ჟოზე მოურინიოს და არსენ ვენგერის გუნდები ერთმანეთს სულ 19 ჯერ დაუპირისპირდნენ. 10 შეხვედრა პორტუგალიელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა, 7 ჯერ გუნდები ფრეს დასჯერდნენ. ვენგერმა მხოლოდ ორი მატჩის მოგება შეძლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.