არიგო საკი: პრესინგს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება

"ევროპის ლიგის მოგება, გუნდს დამატებით თავდაჯერებულობას შესძენს. კონტეს მიერ გაწეული სამუშაო თვალშისაცემია. დონეცკის "შახტართან" მოპოვებული გამარჯვება ანგარიშით 5:0 - მოახლოებული ფინალისათვის, ბრწყინვალე სავიზიტო ბარათია. მოცემულ მომენტში ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. "სევილიასთან" გასამართი შეხვედრა ძალიან რთული იქნება, აცილებელია კიდევ უფრო მეტად კომპაქტური თამაში.პრესინგს გადამწყვეტი როლი მიენიჭება. "სევილია" ისევე როგორც, ბევრი სხვა საზღვარგარეთის გუნდი, უფრო მეტად უტევს, ვიდრე იცავს თავს."-ციტირებს გამოცემა La Gazzetta dello Sport გამოცდილი სპეციალისტის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული ფინალი 21 აგვისტოს არის ჩანიშნული.