ZDF: ვატცკე ჯეიდონ სანჩოს შესახებ საუბრობს

ZDF: ვატცკე ჯეიდონ სანჩოს შესახებ საუბრობს დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს იოაჰიმ ვატცკე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჯეიდონ სანჩოს შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. შეგახსენებთ, ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული.

"მანჩესტერ იუნაიტედმა არასწორად შეაფასა სიტუაცია. სხვა მოცემულობაში, ჩვენ უფრო მეტ დათმობებზე წავიდოდით. გვქონდა მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც მომავალ ზაფხულში ვეცდებით. ჩვენს სფეროში, შეუძლებელია იმის კატეგორიული მტკიცება, ესა თუ ის ფეხბურთელი გაიყიდება თუ არა.

დარჩება თუ არა ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში კიდევ ერთი სეზონით? გაზაფხულზე ხმები დადიოდა, რომ სანჩო წასვლას აპირებდა. მიუხედავად ამისა ის კვლავ ჩვენთანაა. ჩვენ ერთმანეთთან კონტრაქტი გვაკავშირებს"
, - ციტირებს გამოცემა ZDF "ბორუსიას" ხელმძღვანელის სიტყვებს.

დორტმუნდის "ბორუსია" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერში 120 მილიონ ევროს ითხოვს. გერმანულ კლუბთან, 20 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ