Goal: გვარდიოლა სერხიო აგუეროს შესახებ საუბრობს

Goal: გვარდიოლა სერხიო აგუეროს შესახებ საუბრობს მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, კლუბის არგენტინელი შემტევის სერხიო აგუეროს შესახებ საუბრობს. შესაბამის კომენტარს ინტერნეტ-პორტალი Goal ავრცელებს.

მნიშვნელოვანია, რომ სერხიო კარგ ფიზიკურ კონდიციებს უბრუნდება, იწყებს რითმის მოძიებას, არ იღებს ტრავმებს და თამაშობს კარგად. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს ფეხბურთელი გუნდისთვის. მას სათანადოდ ვაფასებთ, თუმცა აუცილებელია, რომ მან ისევე როგორც ჩვენ ყველამ ვაჩვენოთ - მანჩესტერ "სიტიში" ყოფნას ვიმსახურებთ!, - აცხადებს გვარდიოლა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერი" დაინტერესებულია ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით.

აგუერო მანჩესტერ "სიტის" რიგებში 2011 წელს გამოჩნდა. მანამდე ის მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას, კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ინტერნეტ-გამოცემა transfermarkt-ი 42 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ