უვე ნოიჰაუსი: ამ თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით

უვე ნოიჰაუსი: ამ თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, მიუნხენის "ბაიერნმა" საფეხბურთო კლუბი "არმინია" დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ უვე ნოიჰაუსის და ფაბიან კლოსის კომენტარებს.

უვე ნოიჰაუსი (არმინიას მთავარი მწვრთნელი) - ”ვიცით, რომ "ბაიერნი" სულ სხვა დონის გუნდია და ისიც ვიცოდით, რომ დიდი ანგარიშით წაგება სავსებით შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი”

ფაბიან კლოსი (არმინიას კაპიტანი ) - ”ჩვენ ძალიან ცუდად არ გვითამაშია. საკუთარი გეგმის 80 პროცენტი განვახორციელეთ. გვინდოდა სიღრმეში განლაგება და "ბაიერნის" მიზნისათვის ხელის შეშლა. მოცემულ მომენტში "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მეტოქის დონის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ვერ დაგვადანაშაულებენ, რომ ძალები დავზოგეთ."

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.