BBC: ბრუნო ფერნანდეში გამოუყენებელ პენალტზე საუბრობს

BBC: ბრუნო ფერნანდეში გამოუყენებელ პენალტზე საუბრობს მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე საუბრობს. "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში (4:1) ბრუნომ პენალტი ვერ გამოიყენა.

"ჩემს ტექნიკაში ცვლილებები შევიტანე. "ნიუკასლთან" ჩატარებულ შეხვედრაში ამ ყველაფერმა ვერ იმუშავა. მსურდა ბურთი კარის კუთხეში გამეგზავნა, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. ვულოცავ "ნიუკასლის" კიპერს ამ ბურთის მოგერიებას. ეს პირველი მეკარეა ინგლისის პრემიერ ლიგაში, რომელმაც ჩემი დარტყმული პენალტი მოიგერია. ახლა ხალხი იმის შესახებ დაიწყებს საუბარს, რომ თერთმეტმეტრიანი დარტყმების განხორციელება არ შემიძლია. დიახ, დავუშვი შეცდომები და შემდეგ მატჩებში მათი გამოსწორება მმართებს." - ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს გამოცემა BBC

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ "იუნაიტედში" 2020 წლის იანვრის თვეში გამოჩნდა. მანამდე ეს დეხბურთელი "სპორტინგის" ღირსებას იცავდა. სატრანსფერო თანხამ 55 მილიონი ევრო შეადგინა. "წითელ ეშმაკებთან' გაფორმებული კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.