ინძაგი: შესაძლებლობა, რომ მქონოდა თერთმეტივე ფეხბურთელს შევცვლიდი

ინძაგი: შესაძლებლობა, რომ მქონოდა თერთმეტივე  ფეხბურთელს შევცვლიდი რომის "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი, "სამპდორიასთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა (0-3).

"ეს საშინელი მარცხია. შეიძლება მატჩი წააგო, მაგრამ ასე არა. "სამპდორია" სრული 90 წუთის განმავლობაში დომინირებდა. საბედნიეროდ, სამშაბათს ახალი შეხვედრა გველის, ასე რომ გაგვიმარტივდება ამ წარუმატებლობას ჩვენი ფიქრები მოვაშოროთ."

"არ გვყოფნიდა თავდაჯერებულობა, გვაკლდა გუნდური სული, ადრე მსგავსი პრობლემები არ გვქონია. "სამპდორიამ" ბრწყინვალე თამაში შემოგვთავაზე, ჩვენ კი მათ ხელი შევუწყეთ. ამ მარცხიდან საჭირო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. სიმართლე, რომ გითხრათ სულ სხვანაირ დამოკიდებულებას ველოდებოდი ჩემი ფეხბურთელების მხრიდან. შესაძლებლობა, რომ მქონოდა შესვენების დროს, თერთმეტივე ფეხბურთელს შევცვლიდი. შემადგენლობის დაყენების დროს დიდი არჩევანი არ მქონია, ამიტომ მივედი ასეთ გადაწყვეტილებამდე. ახლა სწორ გზაზე დაბრუნება გვმართებს."
- ციტირებს გამოცემა Football Italia სიმონე ინძაგის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.