Football London: არტეტა "სიტისთან" გამართულ შეხვედრას აფასებს

Football London: არტეტა "სიტისთან" გამართულ შეხვედრას აფასებს ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა, მანჩესტერ "სიტისთან" გამართულ მატჩს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგის შეხვედრა "სიტის" გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა.

ვგრძნობ, რომ პროგრესირებას განვიცდით და დარწმუნებული ვარ მეტის მიღწევა შეგვიძლია. ვამაყობ იმით, თუ როგორ ვთამაშობდით, როგორც გუნდურად ისე ინდივიდუალურ დონეზე. ამ არენაზე სოლიდური თამაში რთულად მისაღწევია. ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო, რომ გამარჯვებისათვის მიგვეღწია.

ღრმა დაცვაში დავიწიეთ, "სიტიმ" კი საკუთარი ფეხბურთელები ჩვენს საჯარიმო ზონასთან ახლოს განალაგა, მიუხედავად ამისა მათ ბევრი მომენტი არ ჰქონიათ. ასეთ ყრუ დაცვაში მჯდომი "არსენალის" ხილვა, რა თქმა უნდა, საწყენია. ჩვენ შევქმენით მომენტები, ეს ძირითადად კარგ პასებს და გამჭოლ გადაცემებს უკავშირდებოდა. უოკერთან დაკავშირებული სახიფათო თამაში? მე მითხრეს, რომ ეს ეპიზოდი "VAR" სისტემამ განიხილა. მე ვთქვი: ჯანდაბა, როგორ განიხილეთ ეს ყველაფერი 2 წამში? ნათელია, რომ იქ რაღაც მოხდა
, - ციტირებს გამოცემა Football London მიკელ არტეტას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.