გურამ ქუთათელაძემ მატეუშ გამროტი დაამარცხა

გურამ ქუთათელაძემ მატეუშ გამროტი დაამარცხა UFC-ში ქართველი მებრძოლის გურამ ქუთათელაძის სადებიუტო ბრძოლა შედგა. ქართველის მეტოქე 29 წლის პოლონელი მატეუშ გამაროტი იყო. ქუთათელაძემ შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

28 წლის ქართველი სპორტსმენი რუს ხამზატ ჩიმაევთან ერთად ვარჯიშობს, გამაროტის დამარცხების შემდეგ ქუთათელაძემ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

სამართლიანი ადამიანი ვარ, რაც ჩემს თვალებში ჩანდა და ამას ვგრძნობდი ბრძოლის მიმდინარეობისასაც - არ მეგონა ბრძოლას თუ მოვიგებდი. ჩემი ასპარეზობით კმაყოფილი არ ვარ», - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გურამ ქუთათელაძემ.

თუ ისლამ მახაჩევს ბრძოლა არ ექნება, მზად ვარ მისი მეტოქე მე გავხდე. ვიცი, რომ მას ტოპ მებრძოლები სჭირდება ტოპ-15 ან ტოპ-10 რეიტინგიდან. თუ მას ბრძოლის სურვილი ექნება მე ადგილზე ვარ».

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ