კურტუა: ეს მარცხი გამოფხიზლებაში დაგვეხმარება

კურტუა: ეს მარცხი გამოფხიზლებაში დაგვეხმარება მადრიდის "რეალის" მეკარემ ტიბო კურტუამ "კადისთან" განცდილი მარცხი შეაფასა. შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართული შეხვედრა "კადისის" გამარჯვებით ანგარიშით 0-1 დასრულდა.

”შესვენებაზე მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა, მეორე ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. კადისი ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელმაც კარგად იცის საკუთარი თავის დაცვა.

ძნელია ამ დამარცხების ახსნა მოუძებნო, ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს. ეს არის მიზეზის ძიება, მაგრამ სანაკრებო პაუზიდან გამომდინარე , მხოლოდ გუშინ ვივარჯიშეთ სრული შემადგენლობით. ჩვენ სამი მატჩი ჩავატარეთ ისე, რომ გოლი არ მიგვიღია, მაგრამ როდესაც თამაში არ მიგდის, ეს გავლენას ახდენს როგორც დაცვაზე, ასევე შეტევაზე.

წარუმატებლობა დაგვეხმარება გამოვიღვიძოთ, დავუბრუნდეთ საქმეს და მივხვდეთ, რა შეცდომები დავუშვით. თქვენ უნდა მოიგოთ შინ, მაგრამ დრამატიზაცია საჭირო არ არის. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარი" უნდა დავამარცხოთ, რათა "კამპ ნოუზე" მატჩის დაწყებამდე თავი თავდაჯერებულად ვიგრძნოთ."
- განაცხადა კურტუამ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.