კაზემირო: აუცილებელია დაშვებული შეცდომების სათანადო ანალიზი

კაზემირო: აუცილებელია დაშვებული შეცდომების სათანადო ანალიზი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ლეგიონერი კაზემირო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "კადისთან" გამართულ შეხვედრას აფასებს. მატჩი სტუმარი გუნდის მოულოდნელი გამარჯვებით ანგარიშით 0-1 დასრულდა.

"აუცილებელია დაშვებული შეცდომების შესაბამისი ანალიზი მოვახდინოთ. წარმოუდგენელია ასეთი განწყობის ჩვენება, როგორც ეს მატჩის პირველ ტაიმში იყო. ჩვენ სამი ქულა დავუთმეთ გუნდს, რომელიც გამოირჩეოდა დიდი ორგანიზებით და ჰქონდა ზუსტი მიზანი თუ რა უნდა გაეკეთებინა საფეხბურთო მოედანზე. ეს ყველაფერი მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან სულ ცოტა ხანში უეფას ჩემპიონთა ლიგის თამაში გველის. კარგი სტრატი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სეზონი ძალიან გრძელია".

"თითოეული მატჩი ეს ისტორიაა. ჩვენ მუდამ წინ მივიწევთ, მატჩიდან მატჩამდე. სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე რთული მეტოქეები გვეყოლება, სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი დავიწყებას უნდა მივცეთ და ვეცადოთ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. "კადისი" - ეს წარსულია. ახლა, ჩვენი ფიქრები "შახტარზეა" მიპყრობილი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია"
, - ციტირებს გამოცემა Mundo Deportivo კაზემიროს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.