ზლატან იბრაჰიმოვიჩი: «დერბიში ნებისმიერ ფასად ვითამაშებდი»

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: «დერბიში ნებისმიერ ფასად ვითამაშებდი» «მილანის» შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ცნობილ სპორტულ გამოცემა goal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მილანურ დერბიში «ინტერის» წინააღმდეგ ნებისმიერ ფასად ითამაშებდა, თუნდაც კორონა ვირუსით.

ოდნავ გემო დავკარგე, თუმცა სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონია. ყოველ სამ დღეში ერთხელ ვიტარებდი ტესტს. ჩემ თავს ვუთხარი, რომ დერბიში ნებისმიერ ფასად ვითამაშებდი, თუნდაც კორონა ვირუსზე ტესტის პასუხი კვლავ დადებითი ყოფილიყო», - იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს ციტირებს goal.

ასაკთან ერთად უკეთესი ვხდები თუ არა? დიახ, უფრო სრულყოფილად ვგრძნობ თავს და გამოცდილება მეხმარება. ასეთ ფორმაში, რომ ვყოფილიყავი ახალგაზრდობაში ჩემს შეჩერებას ვერავინ ვერ შეძლებდა».

სკუდეტოსთვის ბრძოლა? ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ, მატჩიდან მატჩამდე მივიწევთ წინ. როდესაც აქ მოვედი, მიზანი ევრო თასებზე მოხვედრა იყო და ეს გავაკეთეთ. სკუდეტოს მოგების შანსი არის. თუ ერთი რამე გააკეთე, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ», - დაასრულა იბრაკადაბრამ კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ «მილანი» ამ მომენტში იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს 12 ქულით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.