ჰანსი ფლიკი «მიუნხენის ბაიერნის» თამაშს აფასებს

ჰანსი ფლიკი «მიუნხენის ბაიერნის» თამაშს აფასებს «მიუნხენის ბაიერნის» მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ბუნდესლიგის მეოთხე ტურში არმინიასთან დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეკორდმაისტერმა კარგად ითამაშა. გერმანელი სპეციალისტი იმ მომენტებზეც საუბრობს, რომელიც მას არ მოეწონა.

პირველ ტაიმში ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში იმასთან ძალიან ახლოს იყო, როგორც წარმოგვედგინა. დაახლოებით ხუთ წუთიანი მონაკვეთი იყო, რომელიც არ მომეწონა. ჩვენ ჩვენ თავს გავურთულეთ ცხოვრება. ჩემთვის თომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. რათქმაუნდა, უკეთესად შეგვიძლია დაცვა, თუმცა ახლა ვარჯიშები გვაკლია. ეს გამოწვევა იქნება, თუმცა ალტერნატივა არ არსებობს და ამიტომ სიტუაციას ისეთს ვიღებთ, როგორიც არის», - ამბობს ჰანსი ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა და რობერტ ლევანდოვსკიმ არმინიასთან შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.