რონალდ კუმანი «ბარსელონას» აკრიტიკებს

რონალდ კუმანი «ბარსელონას» აკრიტიკებს «კატალონიის ბარსელონას» მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ხეტაფესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისმა გუნდმა საკმარისად კარგად ვერ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხნდნენ.

მეორე ტაიმში თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. ხშირად ვკარგავდით ბურთს და მოწინააღმდეგეს საშუალებას ვაძლევდით სახიფათო მომენტები შეექმნათ ჩვენს კართან. არ ვიცი, იყო პენალტი თუ არა, თუმცა ისინი თერთმეტ მეტრიანის შესაძლებლობას ეძებდნენ და ჩვენც მივეცით ეს შანსი. ძალიან ცოტა მომენტები შევქმენით, მათი უმეტესობა კი მეორე ტაიმში».

მსაჯი? არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი. თუ თამაშს ნახავთ, შეხედეთ რანაირი ჯარიმები იყო... ამის განხილვა არ მსურს. ყველას თავისი აზრი აქვს ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ. ჩვენთვის მომენტების შექმნა რთული იყო. მსაჯს ვუთხარი, რომ მე-12 ნომრის მქონე ფეხბურთელმა (ალან ნიომი) ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, ხოლო რაც მან მითხრა არ გავიმეორებ», - ამბობს რონალდ კუმანი.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.