რობერტ ლევანდოვსკი «ბაიერნის» თამაშით უკმაყოფილოა

«პირველ 45 წუთში ვაჩვენეთ, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურდა. ჩვენ სამი ბურთის გატანა მოვახერხეთ და რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. აღსანიშნავია, რომ არმინია ბურთს კარგად ფლობდა», - ამბობს რობერტ ლევანდოვსკი.
«მიმდინარე სეზონში მათ შეუძლიათ ყველას დაანახონ, რომ შედეგისა და კარგი თამაშის ჩვენება შეუძლიათ. მეორე ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, საკმარისი ვერ ვაჩვენეთ. ორი-სამი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ასევე 2-3 შეცდომა დავუშვით. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია».
შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერის პოლონელმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. მსგავსი რეზულტატის ჩვენება მოახერხა თომას მიულერმაც.