სულშერმა ჰარი მაგუაიერი შეაქო

სულშერმა ჰარი მაგუაიერი შეაქო «მანჩესტერ იუნაიტედის» მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა, პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ნიუკასლთან გამართული შეხვედრის შემდეგ გუნდის მცველი და კაპიტანი ჰარი მაგუაიერი შეაქო. შეგახსენებთ, რომ წითელმა ეშმაკებმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს.

1:6 მარცხის შემდეგ დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ხასიათის ერთგვარი გამოცდა იყო, მას შემდეგ რაც ჩვენ ბურთი გავუშვით ეს გამოცდა უფრო გართულდა. ჩვენ მყარად ვიდექით, ჩვენი კაპიტნის მაგალითით შთაგონებული (სწორედ მაგუაიერმა გაიტანა პირველი ბურთი და წონასწორობა აღადგინა)», - ამბობს სულშერი.

ჰარიმ შესანიშნავად ითამაშა. მშვიდი იყო ბურთთან და მისი მეშვეობით ჩვენ შეგვეძლო ბურთის კონტროლი. მაგუაიერს კიდევ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. მისით ძალიან გახარებული ვარ, რადგან უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ჰარის რამდენიმე მძიმე კვირა ჰქონდა».

1:1 ანგარიშისას დე ხეას სეივი? დავიდს მსგავსი რამ ბევრჯერ გაუკეთებია. ეს ერთ-ერთი ფანტასტიკური მოგერიება იყო, როდესაც გგონია, რომ გოლი გარდაუვალია», - დაასრულა კომენტარი ულე გუნარ სულშერმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.