ანჩელოტი: დიდი გამოცდა გველის

ანჩელოტი: დიდი გამოცდა გველის "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ინგლისის პრემიერ ლიგის ეგდით "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"ამ შეხვედრას ძალიან კარგ მდგომარეობაში ვხვდებით. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით. ჩემს განკარგულებაში კარგი შემადგენლობაა, მიჭები დიდ მოკრძალებას იჩენენ. ჩვენ სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ და ახლა ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ყველაფერი კარგადაა, თუმცა წინ ძალიან დიდი გზაა, რა დროსაც სირთულეებს აუცილებლად გადავაწყდებით. ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება.

"ლივერპული" ფავორიტად რჩება, მაგრამ მრავალი კლუბი გაძლიერდა. შესაძლოა ეს ჩემპიონატი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო იყოს."-ციტირებს გამოცემა La Gazzetta dello Sport კარლო ანჩელოტის სიტყვებს.

ხსენებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც - "ეს არის ტოპ-გუნდი, ტოპ-მენეჯერით! რასაც მე კარლო ანჩელოტის მიმართ ვფიქრობ, დიდი საიდუმლო არასდროს ყოფილა. შეუძლებელია, ამაზე მეტად დავაფასო ის, როგორც მწვრთნელი და როგორც ადამიანი. ბრწყინვალე, დიდებული პიროვენბა! პირველივე დღეს, როდესაც გავიგე, რომ ხსენებული სპეციალისტი "ევერტონთან" კონტრაქტს გააფორმებდა, აღვნიშნე რომ ის ღირსეული კანდიდატია აღნიშნულ თანამდებობაზე.

ზაფხულში "ევერტონს" ბრწყინვალე სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა. მათ ზუსტად ის მოთამაშეები მოიძიეს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებდნენ, ისედაც ძლიერ გუნდს. კარლოს მითითებები კი მათ შესანიშნავ გუნდად აქცევს. მათი თამაში არ გამკვირვებია."
- აღნიშნავდა კლოპი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

ხსენებულ გუნდებს შორის მატჩი 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.