ზიდანი: "რეალში" მუშაობით ბედნიერი ვარ

ზიდანი: "რეალში" მუშაობით ბედნიერი ვარ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" მუშაობით ბედნიერია.

”მადრიდის რეალში მუშაობის დროს 100% -ით ვიხარჯები. მე ვიცი ეს სამუშაო, მე ვიცი ეს კლუბი. აქ თითქმის 19 წელია ვარ. იყო მადრიდული გუნდის მწვრთნელი - რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. "რეალში" ყოფნა ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი ოდესმე გადამხდენია. მე კარგად ვიცი, რომ ყველა მატჩის შემდეგ დიდი მსჯელობა მიმდინარეობს.

ვგრძნობ, რომ აქ მაფასებენ. მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და ვაცნობიერებ, რომ ამის კეთებას სამუდამოდ ვერ შევძლებ. ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მაქსიმალურად ვიხარჯები. სიამოვნებას მანიჭებს ფეხბურთელებთან ყოველდღიური თანამშრომლობა. ძალიან გამიმართლა, რომ მათთან ყოველდღე ვარ და ვკავდები იმით რაც მიყვარს - ფეხბურთით. სანამ აქ ვარ, ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის
" - ვკითხულობთ ზიდანის სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.