კლოპი: ალკანტარა და მანე მატჩისთვის მზად არიან

კლოპი: ალკანტარა და მანე მატჩისთვის მზად არიან "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ტიაგო ალკანტარა და სადიო მანე, რომლებიც კოვიდინფიცირებულები იყვნენ, სრულებით გამოჯანმრთელდნენ და მზად არიან "ევევრტონის" წინააღმდეგ იასპარეზონ.

"ტიაგო ალკანტარამ და სადიო მანემ, ხუთი - ექვსი ვარჯიში ჩაატარეს. მათი ფიზიკური მდგომარეობა ყოველდღიურად ფასდება. ვაკვირდებით, ჩვეულებრივზე უფრო ადრე იღლებიან თუ არა. ეს ფეხბურთელები მართლაც კარგად გამოიყურებიან. არასდროს არავის რისკის ქვეშ არ დავაყენებთ. ბიჭები მზად არიან ორთაბრძოლისთვის.

"ალისონი უკეთ არის, თუმცა ვერაფერს გეტყვით ვადებზე, თუ როდის უნდა დაუბრუნდეს ის მწვანე საფარს. კეიტას თამაში "ევერტონთან" გამოირიცხა. ის არ არის მზად. ეს ორი მოთამაშე ვერ დაგვეხმარება."
- ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს გამოცემა Liverpool Echo

ინგლისის პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა "ლივერპულსა" და "ევერტონს" შორის 17 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.